ფინელები
ფინელები - ერი, ფინეთის ძირითადი მოსახლენი (4,65 მლნ). თვითწოდება „სუომალაისეტ“ (ფინ. suomalaiset). ფინეთის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ ასევე აშშ-ში—300 000, შვედეთში —300 000, კანადაში—50 000-ზე მეტი, რუსეთში —34,1 ათასი, ნორვეგიაში—20 ათასი, ესტონეთში—16,6 ათასი, უკრაინასა და ყაზახეთში—ათას-ათასამდე. ლაპარაკობენ ფინურ ენაზე. დამწერლობა ლათინური ანბანით. მორწმუნეთა უმეტესობა ლუთერანებია, არის მართლმადიდებელთა დიდი რაოდენობაც.
ფინელი ხალხის წარმომავლობა ძველი ბალტიურ-ფინური ტომების ჩვ.წლთ.აღ-მდე მეორე ათასწლეულში თანამედროვე ფინეთის ტერიტორიაზე შეჭრასა და მკვიდრი საამების ჩრდილოეთით განდევნას და ნაწილობრივ ასიმილაციას უკავშირდება. უკვე მე-7 საუკუნეში ფინელები ფინეთ-კარელიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებდნენ. ფინელი ერი ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ტომის—სუომისა და ჰიამეს შერწყმით, რასაც მოგვიანებით, კარელებიც დაემატა.
- სახელები: თვითწოდება - suomalaiset
- საერთო რაოდენობა: 5,43 მლნ, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 47,1 ათ. (1989).
- ენა: ფინური.
- მორწმუნეები: პროტესტანტები (ლუთერანები).