დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.
ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]
მოსახლეობა — ყაზახეთის მოსახლეობა შეადგენს 16 967 000 კაცს (2013), ხოლო მათი ეთნიკური კუთვნილება 2009 წლის მიხედვით შემდეგია: 63,1 % ყაზახი, 23,6 % რუსი, 2,9 % უზბეკი, 2,8 % უკრაინელი, 1,5 % გერმანელი, 1,4 % უიღური, 1,3 % თათარი, 4,3 % სხვა.[8]
ყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობისა — 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ