ურბან VIII
ურბან VIII (ლათ. Urbanus Octavus; დ. 5 აპრილი, 1568, ფლორენცია, იტალია — გ. 29 ივლისი, 1644, რომი, იტალია), ერისკაცობაში მაფეო ბარბერინი (იტალ. Maffeo Barberini) — დიდგვაროვანი, სპოლეტოს არქიეპისკოპოსი, რომის პაპი 1623–1644 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელმა მისმა პონტიფიკატმა განვლო 30-წლიანი ომის (1618–1648) ფონზე, რომლის შეწყვეტას და მშვიდობის დამყარებას ურბან VIII ამაოდ ცდილობდა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის კარდინალ რიშელიეს, რომელიც საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. ურბან VIII-ის დროს დასრულდა მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ დაპროექტებული პეტრეს ტაძრის მშენებლობა, რომელიც მან 1626 წლის 28 ნოემბერს აკურთხა. ამ დროს რომში უკვე იმყოფებოდა თეიმურაზ I-ის დესპანი, ქართველი კათოლიკე ბერი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, იგივე ნიკიფორე ირბახი, რომელიც ურბან VIII-მ თავის კარზე თბილად მიიღო. ასევე მის დროს მოხდა მეცნიერისა და ასტრონომის გალილეო გალილეის გასამართლება, მისი ნაშრომის „დიალოგების“ მიერ კოპერნიკის თეორიის დაცვისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 170.
წინამორბედი: გრიგოლ XV |
რომის პაპი 1623 — 1644 |
შემდეგი: ინოკენტი X |