შონ ესტინი
შონ ესტინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Sean Patrick Astin |
დაბადების სახელი | შონ პატრიკ დიუკი |
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1971 წელი სანტა-მონიკა, კალიფორნია; აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი, პროდიუსერი |
აქტიური | 1980-დან- დღემდე |
მეუღლე(ები) |
კრისტინ ჰარელი (დაქ. 1992) |
შვილ(ებ)ი | 3 |
შონ პატრიკ ესტინი (დაბადების სახელი: დიუკი; დ. 25 თებერვალი, 1971) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, რეჟისორი და პროდიუსერი. მისი სამსახიობო როლებიდან გამორჩეულია სემუაიზ გემჯის როლი ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაში (2001-2003), ასევე მაიკი ვალშის როლი ფილმში პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო (1985), დანიელ რუტიგერის როლი ფილმში რუდი (1993), დოუგ ვაითმორი 50 პირველი პაემანი (2004), ბილი ფილმში დაწკაპუნება ( 2006), ლაინ მაკგილი 24-ის (2006) მე-5 სეზონში, ოსო სპეციალური აგენტი ოსო-ში (2009-2012 წლები), და ბობ ნიუბაი უცნაური ამბების (2017, 2019) მეორე და მესამე სეზონებში. [1]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტინი დაიბადა კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკაში, მსახიობი პეტი დუკის (1946–2016) და მაიკლ ტელის ოჯახში. [2] [3] [4] იმ დროს შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ბიოლოგიური მამა დესი არნაზ უმცროსი იყო. იმ პერიოდში დიუკს ასევე ჰქონდა ურთიერთობა მაიკლ ტელთან, მწერალთან, მუსიკის პრომოუტერთან და გაზეთ The Las Vegas Israelite- ის გამომცემელთან . როდესაც დიუკი დაფეხმძიმდა, იგი არ იყო დარწმუნებული არნაზი იყო თუ ტელი მამა, ამიტომ ტელმა შესთავაზა მასზე დაქორწინება, როგორც სკანდალიდან თავის დაღწევის საშულაება. ქორწინება მხოლოდ 13 დღე გაგრძელდა. ისინი 1970 წელს, ესტინის დაბადებამდე დასრულდა.[5][6][7]
1972 წლის 5 აგვისტოს დიუკი დაქორწინდა მსახიობ ჯონ ასტინზე, ორი წლის ურთიერთობის შემდეგ. მოგვიანებით ესტინმა შონი იშვილა. 1973 წელს დიუკს შეეძინა ასტინის ძმა, მაკენზი ასტინი, რომელიც ასევე მსახიობი გახდა. დიუკი და ჯონ ასტინი დაშორდნენ 1985 წელს. [8] დიუკი მაიკ პირსზე დაქორწინდა 1986 წელს[9]. 1989 წელს წყვილმა ბიჭი სახელად კევინი იშვილეს.
როდესაც ესტინი 14 წლის გახდა, დიუკმა უთხრა, რომ არნაზი იყო მისი მამა. შონმა დაიწყო თავისი ბიოლოგიური მამის შესახებ სიმართლის გარკვევა, ჩაიტარა ტესტები, რამაც დაამტკიცა, რომ მამამისი ტელი იყო.[10]ესტინი ინარჩუნებდა ახლო ურთიერთობას სამივესთან და ამბობდა: ,,დეზი არნაზ უმცროსს ვუყვარვარ, მე კი ის მიყვარს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ... მეცნიერება მეუბნება... რომ ის ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის. მეცნიერება მეუბნება, რომ მაიკ ტელი არის ”. ესტინს ჯონი მამამისად მიაჩნია, რადგან ის ჯონმა აღზარდა. ასტინი ასევე ახლოს არის მამინაცვალთან, მაიკ პირსთან და ამბობს, რომ ოთხი მამა ჰყავს.[11]
ესტინი დედის მხრიდან გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისაა, ავსტრიელ-ებრაელი და პოლონელ-ებრაელი კი ბიოლოგიური მამის მხრიდან. [12] [13] [14] იგი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი პროტესტანტი გახდა. [15]
ესტინი სწავლობდა ჯვაროსანთა ხელოვნების საშუალო სკოლაში და ასევე დადიოდა ლოს ანჯელესის სტელა ადლერის კონსერვატორიაში . მან დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიისა და ინგლისურის ბაკალავრის ხარისხი (ამერიკული ლიტერატურა და კულტურა). ლოს-ანჯელესის კოლეჯის კურსდამთავრებული ესტინი იყო სკოლის დირექტორთა საბჭოს მფარველთა ასოციაციისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში . [16]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტინმა კრისტინ ჰარელზე იქორწინა 1992 წლის 11 ივლისს. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: ალექსანდრა (დაიბადა 1996 წლის 27 ნოემბერს), ელიზაბეტი (დაიბადა 2002 წლის 6 აგვისტოს) და იზაბელას (დაიბადა 2005 წლის 22 ივლისს), რომელთა გვარი ლუიზაა.[17]მი სმა მეუღლემ თინეიჯერი მის ინდიანას ტიტული მიიღო 1984 წელს. [18] ალექსანდრას ჰქონდა მცირე როლი როლი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნებაში, როგორც ელანორ გამჯი, ასტინის პერსონაჟის ქალიშვილი. მან მონაწილეობა მიიღო ფილში კრესტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვები, სადაც გამოდის ეთელ ბალდიჩის როლში.
ასტინს ტერფზე აქვს ტატუ, სადაც აწერია ,,ცხრა". ის დაწერილია თენგვარის დამწერლობით, რაც მისთვის ბეჭდების მბრძანებელთან და ბეჭდის საძმოში ყოფნასთან ასოცირდება. იდენტური ტატუ აქვს ბეჭდის საძმოს ცხრა მსახიობიდან რვასაც ( ელაიჯ ვუდი, შონ ბინი, ბილი ბოიდი, იან მაკკელენი, დომინიკ მონაგანი, ვიგო მორტენსენი და ორლანდო ბლუმი). ტატუ აქვს გიმლის როლის შემსრულებლის დუბლიორ ბრეტ ბეტისაც.[19]
2013 წლის აგვისტოს ინტერვიუში ესტინმა თქვა, რომ ის ლუთერანელი იყო და ის მონათლეს ცოლის ლუთერანულ ეკლესიაში. [15]
2015 წლის 10 ოქტომბერს ასტინმა მონაწილეობა მიიღო 2015 წლის რკინის კაცის მსოფლიო ჩემპიონატზე კაილუა კონაში, ჰავაი. ის მონაწილეობას 143-ე ნომრით ღებდა და რბოლა 15:30:31-ში დაასრულა. [20]
პოლიტიკური მხარდაჭერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ასტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჯონ კერის და მონაწილეობა მიიღო კერის კამპანიის მიტინგზე პორტლენდში, ორეგონი. [21]
იმ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ესტინმა მხარი დაუჭირა სენატორ ჰილარი კლინტონს. ის მონაწილეობას იღებდა მის წინასაარჩევნო კამპანიებშიც.[22]
ასტინი მსახურობდა დემოკრატ დენ ადლერის, გასართობი ინდუსტრიის ბიზნესმენ მეგობარ კამპანიის მენეჯერად, კალიფორნიის 36-ე კონგრესის ოლქის საგანგებო არჩევნებზე, 2011 წელს .
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ესტინმა მოაწყო კამპანია ჰილარი კლინტონისთვის შუადასავლეთის შტატებში, როგორიცაა აიოვა, ნებრასკა და ვისკონსინი . [23]
2020 წლის ტვიტერის პოსტში ასტინმა გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის მიმართ.[24]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
1985 | პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო | მაიკი ვალში | |
1987 | როგორც მამა ისე შვილი | კლარენსი / ტრიგერი | |
1987 | თეთრი წყლის ზაფხული | ალანი | |
1989 | ვარდების ომი | ჯოშ როუზი | |
1989 | ერთად დგომა | დუნკან მაკდერმოტი | |
1990 | მამფისის ლამაზმანები | სერჟანტი რიჩარდ მური | |
1991 | თოჯინების ჯარისკაცები | უილიამ ტეპერი | |
1991 | ნებისყოფა | მაიკლო | |
1992 | დღე ანგელოზების ქალაქში | გრეგი | |
1992 | გაყინული კალიფორნიელი | დეივ მორგანი | |
1993 | რუდი | დანიელ რუტიგერი | |
1994 | უსაფრთხო გასასვლელი | იზი სინგერი | |
1995 | ჰარისონ ბერჯერონი | ჰარისონ ბერჯერონი | |
1996 | სიმამაცე ბრძოლაში | პატელა | |
1998 | ბიჭი ხვდება გოგოს | მაიკი | |
1998 | ბულვორდი | გარი | |
1999 | შეკავება | რალფი | |
1999 | კიმბერლი | ბობი | |
2000 | დიშ დოგსი | მორგანი | |
2000 | ბოლო პროდიუსერი | ბო პომერანცი | |
2000 | ყინულის მტეხავი | მატ ფოსტერი | |
2000 | ცა ჩამოწვა | მისტერ შვერცი | |
2001 | ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო | სემუაიზ გემჯი | |
2002 | ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი | სემუაიზ გემჯი | |
2000 | თოვლის ძაღლები | ჩინუკი | გახმოვანება |
2003 | ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (საუნდტრეკი) | სემუაიზ გემჯი | |
2004 | ბალტო III | კოდი | გახმოვანება |
2004 | ელვისი შენობას ტოვებს | აარონი | |
2004 | 50 პირველი პაემანი | დოუგ ვაითმორი | |
2005 | ღიმილი | მაიკ მათიუსი | |
2005 | ცაზე დიდი | კენ ზორბელი | |
2005 | სლიფსტრიმი | სტიუარტ ქონვეი | |
2005 | შიშის ზღვარზე | რანდალი | |
2005 | მადლობა გრავიტაციისთვის | კოუჩ ამალი | |
2006 | ის რაც სიყვარულია | ჯორჯი | |
2006 | ასტერიქსი და ვიკინგები | ჯასტფორკიქსი | |
2006 | დაწკაპუნება | ბილი | |
2007 | საბოლოო სეზონი | კენტ სტოკი | |
2007 | ჩემი ცოლი ჩამორჩენილია | ჯეფი | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
2008 | ყოველთვის ძლიერი | მარკუსი | |
2008 | ტყის სული | ფიური | გახმოვანება |
2012 | ბობათონი[25] | ტაკინ მასტუჰმიკი | თრეილერი |
2014 | დედების დასვენების ღამე | შონი[26][27] | |
2014 | რიბიტი | რიბიტი | გახმოვანება |
2014 | ქალაქის ფერის გმირი | ჰორატიო | გახმოვანება |
2015 | გჯერა? | დოქტორი ფარელი | |
2015 | ვუდლონი | ჰანკი | |
2015 | ქიში და შამათი | დაისონი | |
2016 | ხელმეორედ | თედ-ო | |
2016 | დიაპაზონი 15 | გრიგსბი | |
2016 | აწყვეტილი | კარლი | |
2017 | კერსტვიუს აკადემიის ცუდი ბავშვები | ნაში | |
2017 | მკვდარი ჭიანჭველა | არტი | |
2017 | ჯაშუშობა | სემ ჯეიკობსონი | |
2017 | ლირი | ტომ კორნვალი | |
2018 | გლორია ბელი | ჯერემი | |
2020 | უარყოფითი | ფრანკი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Otterson, Joe (June 7, 2018). „Sean Astin Talks 'Stranger Things': 'Bob Newby Was Tailor-Made for Me'“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2018. ციტირების თარიღი: December 30, 2018.
- ↑ Astin, Sean (Patrick). ციტირების თარიღი: March 15, 2015.
- ↑ Personal Biography. ციტირების თარიღი: March 15, 2015
- ↑ Sean Astin profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 27, 2015. ციტირების თარიღი: March 15, 2015
- ↑ „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
- ↑ Sean Astin Q&A at GenCon 2003 (August 1, 2003). ციტირების თარიღი: December 13, 2006
- ↑ Barrett, Victoria (December 19, 2003). „I don't want to play the fat guy or the friend all my life“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 28, 2006. ციტირების თარიღი: February 24, 2020.
- ↑ Patty Duke Biography. Biography channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
- ↑ „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
- ↑ Dam, Julie K.L; Jordan, Julie (January 14, 2002). „Hobbit Forming“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2016. ციტირების თარიღი: February 24, 2020. ციტატა: „DNA tests ... proved Tell to be his father.“
- ↑ „Sean Astin's childhood with Patty Duke“. ABC News. July 31, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2017. ციტირების თარიღი: May 20, 2017.
- ↑ Sean Astin Q&A at GenCon 2003. ციტირების თარიღი: May 28, 2012
- ↑ Heritage of Michael Tell. ციტირების თარიღი: February 21, 2014
- ↑ Heritage of Beatrice Goldstein (Michael Tell's mother). ციტირების თარიღი: October 18, 2017
- ↑ 15.0 15.1 Sean Astin talks about his eclectic faith journey, his love of animals and his role in an upcoming Christian comedy from the Erwin Brothers. ციტირების თარიღი: January 30, 2014
- ↑ Sean Astin '97. ციტირების თარიღი: 2016-03-28
- ↑ "Personal Biography" დაარქივებული March 15, 2015, საიტზე Wayback Machine. , seanastin.com; retrieved December 26, 2016.
- ↑ Past Titleholders: Miss Indiana Teen USA. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 12, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
- ↑ The Matching Tattoos of 'the Lord of the Rings' Cast. ციტირების თარიღი: August 11, 2017
- ↑ IRONMAN World Championship Results. World Triathlon Corporation (October 10, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2016. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
- ↑ Calisuri and Corvar and Arathorn. (May 17, 2004) Sean Astin at Portland, OR Rally for John Kerry. TheOneRing.net. ციტირების თარიღი: May 20, 2017
- ↑ „Chelsea Clinton, 'Rudy' start to stump at IU“. Indiana Daily Student. March 24, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2008. ციტირების თარიღი: March 28, 2008.
- ↑ Weis. Hobbit Star Stumps for Clinton. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2016. ციტირების თარიღი: August 5, 2016
- ↑ SeanAstin. (October 22, 2020) Go get 'em @JoeBiden. ციტირების თარიღი: October 30, 2020
- ↑ Astin, Sean. (March 6, 2012) Boobathon Trailer with Sean Astin. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2019. ციტირების თარიღი: March 6, 2019.
- ↑ Law, Jeannie (January 21, 2014). „'Moms' Night Out' Movie Featuring Patricia Heaton, Sean Astin, and Sarah Drew Portrays 'Christians in a Positive Light'“. BREATHEcast. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2014. ციტირების თარიღი: January 30, 2014.
- ↑ „Erwin Brothers Wrap Filming On Family Comedy 'MOMS' NIGHT OUT'“ (პრეს-რელიზი). Sony Pictures. PR Newswire. June 24, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2014. ციტირების თარიღი: January 31, 2014. ციტატა: „... a wife and her husband, played by Grey's Anatomy's Sarah Drew as Allyson and Sean Astin as Sean“