ფილიპე I (კასტილია)
ფილიპე I | |
---|---|
Felipe el Hermoso | |
კასტილიისა და ლეონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ივნისი, 1506 |
მმართ. დასასრული: | 25 სექტემბერი, 1506 |
წინამორბედი: | ხუანა I |
მემკვიდრე: | ხუანა I |
ბურგუნდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 22 მარტი, 1482 |
მმართ. დასასრული: | 25 სექტემბერი, 1506 |
წინამორბედი: | მარია ბურგუნდიელი |
მემკვიდრე: | კარლ V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ივლისი, 1478 |
დაბ. ადგილი: | ბრიუგე, ფლანდრია |
გარდ. თარიღი: | 25 სექტემბერი, 1506 |
გარდ. ადგილი: | ბურგოსი, კასტილია |
მეუღლე: | ხუანა I |
შვილები: |
1.ელეონორი, საფრანგეთის დედოფალი 2.კარლ I, ესპანეთის მეფე 3.იზაბელა, დანიის დედოფალი 4.ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი 5. მარია, უნგრეთის დედოფალი 6.ეკატერინე, პორტუგალიის დედოფალი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან I |
დედა: | მარია ბურგუნდიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფილიპე I ლამაზი (ესპ. Felipe el Hermoso; დ. 22 ივლისი, 1478, ბრიუგე, ფლანდრია — გ. 25 სექტემბერი, 1506, ბურგოსი, კასტილია) — ბურგუნდიის ჰერცოგი 1482 წლიდან ფილიპე IV სახელით. კასტილიისა და ლეონის სამეფოს თანამმართველი 1506 წლიდან ფილიპე I სახელით. ესპანეთის ტახტზე ჰაბსბურგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპე იყო ავსტრიის ერც-ჰერცოგისა და შემდეგ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მაქსიმილიან I-ისა და მარია ბურგუნდიელის, ბურგუნდიის ჰერცოგის ქალიშვილის შვილი. მას სახელი დაარქვეს ფილიპე III-ის პატივსაცემად. 1482 წელს ნადირობისას მოულოდნელად გარდაიცვალა ფილიპეს დედა და ბურგუნდიის საჰერცოგო მის ხელში გადავიდა. მცირეწლოვანი ჰერცოგის რეგენტი გახდა მისი მამა მაქსიმილიან I. თუმცა ნიდერლანდების მოსახლეობისა და თავადაზნაურობის დიდი ნაწილი განსხვავებით ფილიპესაგან, მას მხარს არ უჭერდა. მათ შორის კონფლიქტი გაართულა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის პრეტენზიებმა მარია ბურგუნდიელის მემკვიდრეობაზე. არასის 1482 წლის ხელშეკრულებით ფრანშ-კონტე და არტუა საფრანგეთს გადაეცა.
1496 წელს ფილიპე I ლამაზი დააქორწინეს ხუანა I-ზე, ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის ქალიშვილზე.
ესპანეთში მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1502 წელს ფილიპემ და მისმა მეუღლემ ხუანამ ესპანეთში ვიზიტი დაასრულეს. კასტილიის კორტესებმა ხუანა ტახტის კანონიერ მემკვიდრედ აღიარეს. არაგონში ეს გადაწყვეტილებას არ მოეწონათ. ისინი ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი ფილიპეს ხელისუფლებაში მოსვლისადმი. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ აშკარა გახდა ხუანას ფსიქიკური ავადმყოფობა. იგი პერიოდულად დეპრესიაში ვარდებოდა, ურთიერთობა მეუღლეებს შორის გართულდა და ცალ-ცალკე ცხოვრება დაიწყეს. 1503 წელს ფილიპე თავის უფროს შვილ კარლოსთან ერთად ნიდერლანდებში დაბრუნდა. ხუანა მადრიდში დატოვეს, რომელიც ამ დროს ფეხმძიმედ იყო მეორე შვილზე, ფერდინანდ I-ზე.
1504 წლის 26 ნოემბერს კასტილიის დედოფალი ისაბელ I გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა ხუანა, ხოლო ფილიპე თანამმართველად აღიარეს. 1506 წლის 27 ივნისს ფილიპესა და ფერდინანდს შორის დაიდო ვილიაფაფილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფილიპე აღიარეს კასტილიის მეფედ, ხუანა კი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს ხელისუფლებას.
ფილიპეს მმართველობა ესპანეთში დიდხანს არ გაგრძელებულა. ბურთის თამაშის შემდეგ დალია ცივი წყალი, გაცივდა და 1506 წლის 25 სექტემბერს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ხუანა საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან და რეგენტობა მამამისის, ფერდინანდ არაგონელის ხელში გადავიდა. ფილიპეს მემკვიდრე გახდა მისი უფროსი შვილი კარლ V.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1496) ხუანა I (1479—1555), კასტილიისა და ლეონის მეფე (1504 წლიდან), მათ ჰყავდათ 6 შვილი:
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | წოდება | მეუღლე | გარდ. ასაკი |
---|---|---|---|---|---|---|
ელეონორი | 15 ნოემბერი
1498 |
25 თებერვალი
1558 |
საფრანგეთისა
და პორტუგალიის დედოფალი |
59 წლის | ||
კარლ V | 24 თებერვალი
1500 |
21 სექტემბერი
1558 |
საღვთო რომის
იმპერატორი და ესპანეთის მეფე |
ისაბელ | 58 წლის | |
იზაბელა | 18 ივლისი
1501 |
19 იანვარი
1526 |
დანიის,
ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი |
კრისტიან II | 24 წლის | |
ფერდინანდ I | 10 მარტი
1503 |
25 ივლისი
1564 |
საღვთო რომის
იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი და უნგრეთის მეფე |
ანა იაგელონი | 61 წლის | |
მარია | 15 სექტემბერი
1505 |
18 ოქტომბერი
1558 |
უნგრეთის,
ჩეხეთისა და ხორვატიის დედოფალი, ჰოლანდიის შტატჰალტერი |
ლაიოშ II | 53 წლის | |
ეკატერინე | 14 იანვარი
1507 |
12 თებერვალი
1578 |
პორტუგალიის
და ალგარვის დედოფალი |
ჟუან III | 71 წლის |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cauchies, Jean-Marie (2003). Philippe le Beau: le dernier duc de Bourgogne. Turnhout: Brepols.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1501-1502 El viaje de Felipe I el Hermoso y Juana I de Castilla de Bruselas a Toledo (françès XVI° S.)
|
|
|
|