[go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პროკრუსტე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროკრუსტე, ცნობილია როგორც პროკოპტასი, დამასტე ან პოლიპემონი — ბერძნულ მითოლოგიაში, იყო ატიკელი მჭედელი და ბანდიტი, რომელიც თავს ესხმოდა ხალხს, მათ ჭიმავდა ან ფეხებს აჭრიდა, რათა იძულებით მოერგოთ რკინის საწოლის ზომა.

პროკრუსტესი იყო პოსეიდონის ვაჟი და სილეას (კორინთის ქალიშვილი), სინისის, კიდევ ერთი ბოროტმოქმედი, რომელიც დაიჭიურა თესევსმა და მოკლა.

პროკრუსტესს ჰქონდა ციხესიმაგრე კორიდალოსის მთაზე ერინეუსში, წმინდა გზაზე ათენსა და ელევსისს შორის. იქ მას ჰქონდა საწოლი, რომელშიც ყველა გამვლელს ეპატიჟებოდა ღამის გასათევად და თავისი მჭედლის ჩაქუჩით ამუშავებდა მათ, რათა მორგებოდნენ საწოლის ზომას. მოგვიანებით მოთხრობებში, თუ სტუმარი ზედმეტად მაღალი აღმოჩნდებოდა, პროკრუსტესი ჭარბი სიგრძის გამო მას აპატარავებდა; საწოლში არავინ ეტეოდა ზუსტად. პროკრუსტესმა განაგრძო თავისი საქმიანობა მანამ, სანამ თესევსმა არ შეიპყრო, რომელიც მიემგზავრებოდა ათენში წმინდა გზით:

        მან მოკლა დამასტე, გვარად პროკრუსტე, აიძულა მას მოერგო საკუთარი სხეული საწოლზე, როგორც მას სჩვევია უცნობებთან. და მან ეს გააკეთა ჰერაკლეს მიბაძვით.

პროკრუსტესის მოკვლა თესევსის უკანასკნელი თავგადასავალი იყო ტროზენიდან ათენამდე მოგზაურობისას.

პროკრუსტეს საწოლი არის თვითნებური სტანდარტი, რომელსაც ზუსტი შესაბამისობა ახასიათებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პროკრუსტე“-დან